Sign In

დირექტორთა საბჭო თურქეთში

​​​​​​​პროფ. დოქ. აჰმეთ ქირმანი​
თავმჯდომარე
2-Prof. Dr. Ahmet Kırman.png

​​პროფ. დოქ. აჰმეთ ქირმანმა დაასრულა ანკარის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი, შემდეგ მაგისტრატურა ევროკავშირის კონკურენციის სამართლის განხრით და დაიცვა დისერტაცია კომერციული სამართლის დარგში. ფინანსური სამართლის დარგში მოიპოვა დოცენტისა და პროფესორის წოდება. მუშაობდა ანკარის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექტორად, ინსტიტუტის დირექტორად, დეპარტამენტისა და ფინანსური განყოფილების თავმჯდომარედ და გალათასარაის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ლექტორად. პროფ. დოქ. ქირმანმა სამსახურებრივი კარიერა 1982 წელს დაიწყო სს „თურქეთის იშ ბანკში“, სადაც დიდი ხნის განმავლობაში საქმიანობდა საბანკო და დაზღვევის სფეროებში, ის იყო სს „თურქეთის იშ ბანკის“, სს „ეროვნული გადაზღვევის“ და სს „პეტროლ ოფისის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ამავე დროს მრავალ კომპანიაში ასრულებდა მმართველთა საბჭოს წევრის მოვალეობას. 2006 წლიდან დღემდე „თურქიე შიშე ვე ჯამ ფაბრიქალარის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე და უფლებამოსილი წარმომადგენელია, 2011 წლიდან დღემდე არის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და გენერალური დირექტორი. პროფ. დოქ. ქირმანი საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თურქეთის ეროვნული კომეტეტში, თურქეთის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ფონდის (EPAV) კომიტეტსა და მმართველთა საბჭოში, BTHE, ეკონომიკური კვლევების ფონდში (IAV), ნადირობისა და სროლის ფედერაციის იურიდიულ საბჭოსა და მმართველთა საბჭოში ასრულებს თავმჯდომარისა და წევრის მოვალეობებს, ამავე დროს არის 12 წიგნის, არაერთი სტატიისა და შრომის ავტორი.

აბდულლაჰ ქილინჩი
თავმჯდომარის მოადგილე
Reha-Akçakaya.png

აბდულლაჰ ქილინჩმა 1990 წელს დაასრულა ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (ODTÜ) საინჟინრო ფაკულტეტი, ხოლო 2012 წელს ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის მენეჯმენტის პროგრამა. ქილინჩმა 1992 წელს სს „ანადოლუ ჯამ სანაის“ მერსინის ქარხანაში მუშაობა დაიწყო წარმოების ინჟინრად, 1995 წელს კი ამავე ქარხანაში მუშაობდა წარმოების უფროსად, 1999 წელს დანიშნეს საქართველოში ქსნის მინის ტარის ქარხანაში გენერალური დირექტორის მოადგილედ. 2003 წელს ქილინჩი გადაიყვანილი იქნა სს „ანადოლუ ჯამ სანაის“ მართვისა და რეალიზაციის ცენტრის ბიზნესის განვითარების დირექტორად, შემდეგ კი მუშაობდა მინის ტარის ჯგუფის „რუსჯამის“ უფის ქარხნის გენერალურ დირექტორად. იყო მინის ტარის ჯგუფის რუსეთის ოპერაციების ვიცეპრეზიდენტი წარმოების დარგში და მინის ტარის ჯგუფის ვიცეპრეზიდენტი წარმოების დარგში. 2014 წლის 2 იანვრიდან დღემდე ქილინჩი არის მინის ტარის ჯგუფის პრეზიდენტი.

ალი სოზენი
წევრი
Beyza-Genc.png

ალი სოზენმა დაასრულა სტამბოლის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის პროგრამა. კაპიტალის ბაზრის საბჭოს კორპორაციული მართვის პრინციპების თანახმად, ალი სოზენს არა აქვს თანამდებობა აღმასრულებელ სტრუქტურაში და არ არის დამოუკიდებელი წევრი. 28.03.2008-31.03.2011 წ.წ. სოზენი მუშაობდა სს „თურქეთის იშ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად და 27.05.2011-28.03.2012 წწ . სს „უძრავი ქონების საინვესტიციო ამხანაგობის“ მმართველთა საბჭოს წევრად. სოზენი, როგორც სტამბოლის ადვოკატთა კოლეგიის რეგისტრირებული წევრი, ამჟამად აგრძელებს საადვოკატო საქმიანობას.

ზეინეფ ჰანსუ უჩარი
წევრი
6-Zeynep Hansu Uçar.png

უჩარმა დაასრულა ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (ODTÜ) ეკონომიკისა და მართვის ფაკულტეტის ბიზნესის განყოფილება და 1994 წელს მუშაობა დაიწყო სს „თურქეთის იშ ბანკის მონაწილეთა დეპარტამენტში“ ინვესტიციების სპეციალისტის თანაშემწედ. უჩარი ამავე დეპარტამენტში მუშაობდა მართვის სტრუქტურებში სხვადასხვა ჯგუფის კომპანიებზე პასუხისმგებელ პირად და 2007 წლიდან დღემდე მუშაობს მონაწილეთა დეპარტამენტის ერთეულის დირექტორად. უჩარი 2004 წლიდან დღემდე არის სს „თურქეთის იშ ბანკის“, ხოლო 2010 წლიდან დღემდე სს „თურქიე შიშე ვე ჯამ ფაბრიქალარის“ – „შიშეჯამის“ ჯგუფის სხვადასხვა კომპანიაში მმართველთა საბჭოს წევრი და რევიზორი, 2010 წლის 2 აგვისტოდან დღემდე არის სს „ანადოლუ ჯამ სანაიში“ მმართველთა საბჭოს წევრის თანამდებობაზე, პარალელურად მუშაობს კომპანიის რისკების გამოვლენის კომიტეტისა და კორპორაციული მართვის კომიტეტის წევრად. გარდა ამისა უჩარი 2010 წლის 22 ივლისიდან დღემდე არის სს „გამომცემლობა კულტურის იშ-თურქის“, 2012 წლის 27 მარტიდან დღემდე სს „ჯამიშ იათირიმ ჰოლდინგის “, 2012 წლის 9 ოქტომბრიდან დღემდე სს „ავეა ილეთიშიმ ჰიზმეთლერის“, 2013 წლის 30 ივლისიდან სს „იშ ფაქთორინგის“, 2013 წლის 30 ივლისიდან დღემდე სს „იშ ფინანსალ ქირალამას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

ფაიქ ბირნსი
დამოუკიდებელი წევრი
4-Prof. Dr. Atilla Murat Demircioğlu.png

ფაიქ ბირნსმა 1973 წელს განათლება მიიღო ამერიკაში ახლო აღმოსავლეთისა ჩრდილოეთ აფრიკის პოლიტიკურ მეცნიერებათა დარგში, 1981-1982 დაასრულა მაგისტრატურა ბიზნეს-ადმინისტრირების დარგში, 1983 წელს კი მიიღო ნაფიცი ფინანსური მრჩევლის (CPA) სერტიფიკატი. 1974-1980 წლებში ბირნსი მსახურობდა ამერიკის საზღვაო ძალებში მფრინავად, ხოლო 1982-1984 წლებში Coopers Lybrand-ში აუდიტორის, 1984-1987 წლებში საუდის არაბეთში „მაკდონელ დუგლასში“ ბუღალტრის თანამდებობაზე, 1987-1988 წლებში ვენესუელაში „ჯენერალ დინამიკსში“ ბუღალტერიის დირექტორად. თურქეთში 1988-1993 წლებში მუშაობდა „Vinnell-Brown Root“-ის (VBR) ფინანსურ დირექტორად, 1993-2003 წლებში თურქეთის „კოკა-კოლას“ ჩამოსხმის ჯგუფში მაღალი რანგის მმართველად. არანაირი კავშირი არა აქვს კომპანიასთან „ანადოლუ ჯამი“ და მასთან აფილირებულ მხარეებთან.

პროფ. დოქ. ერჯუმენთ ერდემი
დამოუკიდებელი წევრი
5-Halit Bozkurt Aran.png

პროფ. დოქ. ჰ. ერჯუმენთ ერდემმა 1984 წელს დაამთავრა ცხრა სექტემბრის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი, 1984-1997 წლებში ცხრა სექტემბრის სახელობის უნივერსიტეტში მუშაობდა მკვლევარად, შემდეგ კი დოცენტის თანაშემწედ და კითხულობდა ვაჭრობის სამართლისა და პროფესიული ფრანგული ენის კურსს, ამავე დროს მიჰყავდა ლექციების კურსი მაგისტრატურის პროგრამაზე და იყო დისერტანტთა კონსულტანტი. 1997 წელს ვაჭრობის სამართლის დარგში მიენიჭა დოცენტის, 2003 წელს კი ვაჭრობის სამართლის პროფესორის წოდება. 1997-2011 წწ. გალათასარაის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე მუშაობდა ჯერ დოცენტის, შემდეგ ვაჭრობის პროფესორის თანამდებობაზე, ლექციებს კითხულობდა ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის განყოფილებებზე, ხელმძღვანელობდა არაერთ სადოქტორო დისერტაციას. ანკარის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტში კერძო სამართლის დარგში დაასრულა მაგისტრატურა, შვეიცარიის ფრაიბურგის უნივერსიტეტში - დოქტორანტურა, ახორციელებდა კვლევებს იელის სამართლის სკოლაში ამერიკის სამართლის დარგში. 1998 წლიდან საადვოკატო ბიუროში ერდემ&ერდემ, რომლის დამფუძნებელ-პარტნიორსაც წარმოადგენს, ადგილობრივ და უცხოელ კლიენტებს კონსულტაციას უწევდა როგორც ვაჭრობის სამართლის საკითხებში, ასევე კერძო სამართლის სხვადასხვა სფეროებში. 2011 წლიდან დღემდე არის კომპანია „CMA-CMG“, ხოლო 2013 წლიდან დღემდე სს „ილფორთ ჰოლლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი. ერდემი არის სტამბოლის ადვოკატთა კოლეგიის წევრი და საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო სავაჭრო პროცედურების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. ამავე დროს ის არის საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს, იურისტთა საერთაშორისო ასოციაციის, ბანკებისა და ვაჭრობის სამართლის კვლევის ინსტიტუტის საკონსულტაციო საბჭოსა და სხვადასხვა პროფესიული ორგანიზაციის წევრი. პროფ. დოქ. ჰალილ ერჯუმენთ ერდემს სხვადასხვა წლებში გამოქვეყნებული აქვს 9 სამეცნიერო შრომა, 50-ზე მეტი სტატია და 4 თარგმანი. ​​

​​