Sign In

დირექტორთა საბჭო რუსეთი

​​​​​​​პროფესორი, დოქტორი აჰმეთ ქირმან
თავმჯდომარე
2-Prof. Dr. Ahmet Kırman.png
პროფესორმა, დოქტორმა აჰმეთ ქირმენმა დაასრულა ანკარას უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ფლობს ანკარას უნივერსიტეტის ევროკავშირის კონკურენციის კანონის მაგისტრის ხარისხსა და დოქტორის ხარისხის წოდებას კომერციულ სამართალში, სადაც ის გახდა საჯარო ფინანსებისა / საგადასახადო სამართლის პროფესორი, და მუშაობდა სასწავლო დაწესებულების პედაგოგად, განყოფილების ხელმძღვანელად, ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელად და ინსტიტუტის დირექტორად. გალათასარაის უნივერსიტეტში ის ასევე მუშაობდა იურიდიული ფაკულტეტის პედაგოგად. ქირმანმა თავისი კარიერა „İşbank“-ში დაიწყო 1982 წელს, სადაც მას ეკავა საბანკო და სადაზღვეო ოპერაციების სხვადასხვა თანამდებობები. რამოდენიმე ცნობილ კომპანიაში ის მუშაობდა საბჭოს წევრად და თავმჯდომარედ, ყველაზე მთავარი მათ შორის არის „ İşbank“, „Milli Reasürans T.A.Ş.“ და „Petrol Ofisi A.Ş“. პროფესორი, დოქტორი ქირმანი „Şişecam Group”-ში თავმჯდომარედ მუშაობდა 2006-2008 წლებში, 2008-2011 წლებში თავმჯდომარედ და მმართველ დირექტორად; და 2011 წლის აპრილში ის გახდა „Şişecam Group“-ის ვიცე-თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი. ის ასევე მუშაობს „TEPAV“-ის ადმინისტრაციულ საბჭოში და დირექტორთა საბჭოში, „BTHE“-ს, „IAV“-ისა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის თურქეთის ეროვნული კომიტეტის დირექტორთა საბჭოში, და თურქეთის სროლისა და ნადირობის ფედერაციის დირექტორთა საბჭოში და იურიდიულ საკითხთა საბჭოში. პროფესორი, დოქტორი ქირმანი არის მთელი რიგი პუბლიკაციების, მათ შორის 12 წიგნისა და უამრავი სტატიის ავტორი.
აიდინ სუჰა ონდერ
წევრი​
Айдын Сюха Ондер

იდინ სუჰა ონდერმა 1985 წელს დაამთავრა შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პოლიტიკურ მეცნიერებათა და საჯარო ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხით. ის შეუერთდა „İşbank“-ის ეკონომიკური კვლევის დეპარტამენტს 1986 წელს, და იმავე წელს მუშაობა დაიწყო ზედამხედველის ასისტენტად ზედამხედველობის საბჭოში. 1998 წელს ის გახდა ავჯილარის ფილიალის მენეჯერი, ქარაქოის ფილიალის მენეჯერი 2001 წელს, კორპორატიული მარკეტინგის მენეჯერი 2003 წელს, ლევენთის ფილიალის მენეჯერი 2006 წელს და გებზეს კორპორატიული ფილიალის მენეჯერი 2007 წელს. 2011 წლიდან „İşbank“-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ მუშაობის შემდეგ 2014 წლის 7 იანვარს ბატონი ონდერი შეუერთდა „Şişecam Group“-ს და 2014 წლის 12 თებერვალს დაინიშნა „Glass Packaging Group“-ის (რუსეთი) პრეზიდენტად.

გორქემ ელვერიჯი
წევრი
გორქემ ელვერიჯმა დაამთავრა შუა აღმოსავლეთის უნივერსიტეტი, სამოქალაქო საინჟინრო დეპარტამენტის საინჟინრო ფაკულტეტი, და მოიპოვა ბილქენტის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. 2015 წელს, ელვერიჯმა გაიარა ჰარვარდის ბიზნეს სკოლის უმაღლესი მენეჯმენტის პროგრამა. ის ამჟამად მუშაობს თავის დისერტაციაზე საბანკო საქმეებისა და ფინანსების მიმართულებით ქადირ ჰასის უნივერსიტეტში. „İşbank“-ში თავისი პროფესიული კარიერა დაიწყო 1998 წელს. თავისი კარიერის განმავლობაში ის მუშაობდა სხვადასხვა საშუალო და უფროს ხელმძღვანელ თანამდებობებზე „İşbank“-ში, HSBC-ში თურქეთში, „Deloitte Consulting“-სა და „Accenture Consulting“-ში. 2014 წლის 12 მაისიდან ის „Şişecam Group“-ში მუშაობს უფროს ფინანსურ ოფიცრად. 2013 წლის 1 მარტს ელვერიჯი „Şişecam Group“-ს შეუერთდა „Flat Glass Group“-ის ფინანსურ დირექტორად.
აბდულაჰ ქილინჩ
წევრი
Reha-Akçakaya.png
1990 წელს აბდულაჰ ქილინჩმა მოიპოვა შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის ხარისხი, და 2012 წელს გაიარა ჰარვარდის ბიზნეს სკოლის უმაღლესი მენეჯმენტის პროგრამა. 1992 წელს ის შეუერთდა „Anadolu Cam Sanayii A.Ş.“-ის მერსინის ქარხანას პროდუქციის მენეჯერად, სადაც ის მოგვიანებით, 1995 წელს მუშაობდა პროდუქციის ზედამხედველად. 1999 წელს საქართველოში, კომპანია „Mina Ksani Glass Container“-ში დაინიშნა გენერალური მენეჯერის ასისტენტად. 2003 წელს „Anadolu Cam Sanayii A.Ş.”-ს ბიზნეს განვითარების მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობის შემდეგ ქილინჩი „Ruscam Ufa“ -ს ქარხანაში მუშაობდა გენერალურ მენეჯერად, „Glass Packaging Group.“-ის ოპერაციების დირექტორად და რუსეთის ოპერაციების დირექტორად. „Glass Packaging Group“-თურქეთში ბატონი ქილინჩი 2014 წლის იანვრიდან მუშაობს პრეზიდენტის თანამდებობაზე. ​