Sign In

კომპანიის პროფილი

„შიშეჯამის“ მინის ტარის ჯგუფი აწარმოებს სხვადასხვა ზომის, ფერისა და დიზაინის მინის ტარას საკვების, სასმელის, ფარმაცევტული და კოსმეტიკური პროდუქციისთვის. კომპანიის ისტორია კი 1935 წელს ბეიქოზში ფაშაბაჰჩეს პირველი საწარმოს დაარსების დღიდან იწყება. 1969 წლიდან, სწრაფად მზარდი მოთხოვნის შესაბამისად, წარმოებამ თოფქაფის მინის ტარის ქარხანაში გადაინაცვლა, ხოლო 1976 წელს მერსინში სს „ანადოლუ ჯამ სანაი“ (Anadolu Cam) შეისყიდა. 1988 წელს პირველად სწორედ ამ ქარხანაში დაიწყო NNPB (მსუბუქი ბოთლი) წარმოება, რაც მინის ტარის წარმოების ტექნოლოგიისთვის გარდამტეხ ეტაპს წარმოადგენდა.

2000 წელს მინის ტარის ჯგუფისადმი დაქვემდებარებული ყველა კომპანია და საწარმო „ანადოლუ ჯამის“ ფარგლებში გაერთიანდა. თურქეთში გახსნილ საწარმოებს 2006 წელს ბურსის გუბერნიის იენიშეჰირის ქარხანა, ხოლო 2013 წელს ესქიშეჰირის ქარხანა დაემატა და ჯგუფმა სექტორში ლიდერის პოზიცია გაიმყარა.

„შიშეჯამის“ მინის ტარის ჯგუფმა მიზნად დაისახა, მეზობელ ქვეყნებში განხორციელებული ინვესტიციებისა და ერთობლივი სამეწარმეო საქმიანობის მეშვეობით გამხდარიყო რეგიონის ლიდერი და მინის ტარის საერთაშორისო მომწოდებელი, რომელიც გაყიდვების ნახევარზე მეტს უზრუნველყოფს ქვეყნის გარეთ საქმიანობიდან, და ამ მიზნის შესაბამისად 1997 წელს საქართველოში მინის ტარის ქარხნის შესყიდვით პირველი ინვესტიცია განახორციელა. რუსეთის ბაზრის დინამიკური სტრუქტურით უზრუნველყოფილი შესაძლებლობების მეშვეობით საზღვარგარეთ ინვესტირება გააგრძელა და 2002 წელს გოროხოვეცის, 2004 წელს პოკროვსკის, 2005 წელს უფის, 2008 წელს კირიშის და 2009 წელს ყუბანის ქარხნები შეიძინა. 2011 წელს „შიშეჯამის“ მინის ტარის ჯგუფმა უკრაინის მერეფას მინის ტარის ობიექტი შემოიერთა და საზღვარგარეთ წარმოების მოცულობა 1,3 მილიონ ტოამდე გაზარდა.

დღეს „შიშეჯამის“ მინის ტარის ჯგუფი წელიწადში 2,3 მილიონ ტონა პროდუქციას აწარმოებს და წარმოადგენს თურქეთის უდიდეს, მსოფლიოსა და ევროპაში კი სიდიდით მეოთხე მინის ტარის მწარმოებელს. ჯგუფი პროდუქციას აწარმოებს სულ 10 ობიექტზე, საიდანაც 3 მდებარეობს თურქეთში, 5 - რუსეთში, 1 - უკრაინაში და 1 - საქართველოში.