Sign In

ისტორია

1935

  • ​„შიშეჯამმა“ დაიწყო მინის ტარის წარმოება.

1969

  • მერსინში დაარსდა სს„ანადოლუ ჯამ სანაი“.
  • თოფქაფის ქარხანაში დაიწყო ბოთლისა და ქილის წარმოება. ფაშაბაჰჩეს მინის ქარხნდან ბოთლის წარმოება თოფქაფის ქარხანას გადაეცა. (იხ. ფოტო)

1973

​​​
  • ​​სს „ანადოლუ ჯამ სანაიმ“ ფურცლოვანი მინისა და ბოთლის წარმოება დაიწყო.

1975

  • ​​სს „ანადოლუ ჯამ სანაი“ „შიშეჯამის“ კომპანიათა გაერთიანებას შეუერთდა. (იხ. ფოტო)
  • „შიშეჯამის“ კომპანიათა გაერთიანებას შეუერთდა სს „რასთაშ რეფორმ ამბალაჟ სანაი“ (Rastaş Reform Ambalaj Sanayii A.Ş.), რომელიც აწარმოებს ყველა სახის მინის ტარის თავსახურებს წარწერით და წარწერის გარეშე. ​

1985

  • გაიხსნა მინის ნამსხვრევის ობიექტი და დაიწყო მინის ტარის ნარჩენების შეკრება. ​

1988

  • ​პირველად მერსინის ქარხანაში დაინერგა NNPB (მსუბუქი ბოთლი) წარმოება, რაც მინის ტარის წარმოებაში გარდამტეხ ეტაპად მიიჩნევა. ​​​

1990

  • ​​„შიშეჯამის“ კომპანიების მიერ წარმოებული მინის ტარის პროდუქციის ქვეყნის ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ რეალიზაციასა და მარკეტინგის მიზნით. დაფუძნდა სს „ჯამთაშ დუზჯამ ვე ჯამ ამბალაჟ ფაზარლამა“ (Camtaş Düzcam ve Cam Ambalaj Pazarlama A.Ş.),

1991

  • ​​​სს „ანადოლუ ჯამ სანაიმ“ შეწყვიტა ფურცლოვანი მინის წარმოება.

1995

​​
  • ​სს „ჯამთაშ დუზჯამ ვე ჯამ ამბალაჟ ფაზარლამა“ გაიყო ორ კომპანიად - სს „ჯამთაშ დუზჯამ ფაზარლამა“ (Camtaş Düzcam Pazarlama A.Ş.) და სს „ჯამ ამბალაჟ ფაზარლამა“ (Cam Ambalaj Pazarlama A.Ş.).​

1997

  • სს „ანადოლუ ჯამ სანაის“ ფარგლებში ჩაიროვაში ამოქმედდა მინის ტარის მწარმოებელი მე–3 ქარხანა.
  • ​შესყიდული იქნა საქართველოში ქსნის მინის ტარის ქარხნის (სს „მინა“) აქციათა საკონტროლო პაკეტი. ​

1998

  • ​​საზღვარგარეთ განხორციელებული პირველი ინვესტიციის შედეგად პრივატიზაციის გზით შესყიდულ ქსნის მინის ტარის ქარხანაში დაიწყო წელიწადში 20 ათასი ტონა პროდუქციის წარმოება. (იხ. ფოტო)​

2000

  • ​სს „ჯამ ამბალაჟ ფაზარლამა“ (Cam Ambalaj Pazarlama), სს „ანადოლუ ჯამ სანაი“ (Anadolu Cam Sanayii A.Ş) მერსინის ქარხანა და სს „თოფქაფი შიშე სანაი“ (Topkapı Şişe Sanayii A.Ş.) თოფქაფისა და ჩაიროვას ქარხნები, რომლებიც აწარმოებდნენ მინის ტარას ჯგუფის ფარგლებში, სს „ანადოლუ ჯამ სანაიში“ (Anadolu Cam Sanayii A.Ş.) გაერთიანდნენ.
  • ​„ანადოლუ ჯამის“ თოფქაფის ქარხანასთან დაკავშირებით ტექნიკური შეთანხმება დაიდო იაპონურ ფირმასთან „Ishizuka Glass Company“.​​

2001

  • ​​მინის ტარის ჯგუფის ფარგლებში ყალიბის მწარმოებელ საწარმოს „მაქინა ქალიფსა“ და ბელგიის ფირმა „OMCO“-ს შორის ხელი მოეწერა პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. ახალმა ფირმამ საქმიანობა დაიწყო სახელწოდებით „OMCO İstanbul“.
  • ​„ანადოლუ ჯამის“ თოფქაფის ქარხანას მიენიჭა საპატიო ჯილდო შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხებში.

2002

  • საქართველოში, ქსნის მინის ტარის ქარხანაში მე-2 ღუმელი ჩაირთო.
  • ​რუსეთის ფედერაციაში განხორციელებული პირველი ინვესტიციის შედეგად ბოთლების წარმოება დაიწყო გოროხოვეცის ქარხანამ.

2003

  • „ანადოლუ ჯამის“ თოფქაფის ქარხნის ტიპოგრაფიული საწარმოები ჩათალჯადან გებზეში გადაიტანეს.
  • სს „ჯამ ამბალაჟ ფაზარლამა“ (Cam Ambalaj Pazarlama A.Ş.) და სს „მაქინა ქალიფ სანაი“ (Makina Kalıp Sanayii A.Ş.) გაერთიანდა კომპანიაში სს „ფერო დოქუმ სანაი ვე თიჯ“ (Ferro Döküm Sanayii ve Tic. A.Ş.).
  • ქალაქში მცხოვრებთა შორის მინის ტარის ნარჩენების რეციკლირების მოძრაობის მხარდასაჭერად შეიქმნა მინის გადამამუშავებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაცია (CAMSİAD).
​​​

2004

​​
  • რუსეთის ბაზრის დინამიკური სტრუქტურის მიერ უზრუნველყოფილი შესაძლებლობების დაკმაყოფილების მიზნით შესყიდული იქნა პოკროვსკის ქარხანა, რომელიც წელიწადში 80 ათასი ტონა პროდუქციას აწარმოებს.
  • რუსეთის ფედერაციაში მინის ტარის მზარდი მოცულობის შესაბამისად სტაბილური, ხარისხიანი და ეკონომიური სილის დამზადების მიზნით „ანადოლუ ჯამი“ გახდა საწარმო „ბალქუმის“ პარტნიორი.
  • ექსპლუატაციაში შევიდა „ანადოლუ ჯამის“ „რუსჯამის“ გოროხოვეცის ქარხნის მე-3 ღუმელი.
  • „ანადოლუ ჯამმა“ დაძლია 500 ათასი ტონა სიმძლავრის ზღვარი.

2005

  • ​ბაშკირეთში საფუძველი ჩაეყარა „ანადოლუ ჯამის“ უფის ქარხანას.
  • ჩაირთო „რუსჯამის“ უფის ქარხნის პირველი ღუმელი.
  • ამუშავდა „რუსჯამის“ პოკროვსკის ქარხნის მე-2 ღუმელი.
  • გაიხსნა მინის ტარის დიზაინის ცენტრი.

2006

  • ჩაირთო სს „ანადოლუ ჯამ იენიშეჰირ სანაის“ (Anadolu Cam Yenişehir Sanayi A.Ş.) ბურსის ქარხნის პირველი ღუმელი.
  • სს „ანადოლუ ჯამ იენიშეჰირ სანაის“ (Anadolu Cam Yenişehir Sanayi A.Ş.) ოფიციალურ გახსნას დაესწრო პრემიერ-მინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
  • „რუსჯამის“ უფის ქარხნის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო მინისტრმა ქურშად თუზმენმა, ბაშკირეთის პრეზიდენტმა მურტაზა გ. რაჰიმოვმა და პრემიერ-მინისტრმა რაფაელ ი. ბაიდავლეტოვმა.

2007

  • ​ექსპლუატაციაში შევიდა სს „ანადოლუ ჯამ იენიშეჰირ სანაის“ (Anadolu Cam Yenişehir Sanayi A.Ş.) მე-2 ღუმელი.
  • ჩაირთო „რუსჯამის“ უფის ქარხნის მე-3 ღუმელი.
  • რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ოლქში საფუძველი ჩაეყარა „რუსჯამის“ ყუბანის ქარხანას.

2008

  • „ანადოლუ ჯამმა“ შეისყიდა რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის ოლქის კირიშის მინის ტარის ქარხანა.
  • ჩაირთო სს „ანადოლუ ჯამ იენიშეჰირ სანაის“ (Anadolu Cam Yenişehir Sanayi A.Ş.) მე-3 ღუმელი.

2009

  • ​​ამუშავდა „რუსჯამის“ ყუბანის ქარხნის პირველი ღუმელი.

2010

  • ​​„ანადოლუ ჯამმა“ შეისყიდა უკრაინაში მერეფას მინის ქარხნის აქციების ასი პროცენტი. ​

2011

  • ​უკრაინაში მერეფას ქარხანამ დაიწყო პროდუქციის წარმოება. ​​​

2012

  • ​დაუხურა თოფქაფის ქარხანა.
  • ჩაირთო სს „ანადოლუ ჯამ იენიშეჰირ სანაის“ (Anadolu Cam Yenişehir Sanayi A.Ş.) მე-4 ღუმელი.
  • საფუძველი ჩაეყარა „ანადოლუ ჯამის“ ესქიშეჰირის ქარხანას.

2013

  • ​ექსპლუატაციაში შევიდა „ანადოლუ ჯამის“ ესქიშეჰირის ქარხანა. ​​​

2014

  • ​საქართველოში, ქსნის მინის ტარის ქარხანაში მე-2 ღუმელი ჩაირთო.​

2015

  • ესქიშეჰირის ქარხანაში მე-3 ღუმელი ამუშავდა.​