კარიერა

ჩვენ მიგვაჩნია, რომ „შიშეჯამ ჯგუფის“ წარმატება ჩვენი თანამშრომლების დამსახურებაა, რომლებსაც ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან შენაძენად ვთვლით. ამ თვალსაზრისით ჩვენ ვავითარებთ და ვანახლებთ ჩვენს ადამიანური რესურსების პროცესებსა და სისტემებს ყველაზე კვალიფიცირებული თანამშრომლების დასაქმებისა და პოზიტიური სამუშაო გარემოს შექმნისთვის, ინოვაციური კულტურის მხარდაჭერით.

„შიშეჯამ ჯგუფში“ ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი მიზანია ყველაზე სათანადო უნარ-ჩვენების მქონე კადრების მოზიდვა, რომლებიც იზიარებენ ჯგუფის ღირებულებებს; მხარდაჭერის გაწევა თანამშრომელთა სწავლებაში, რომლებიც სამაგალითონი არიან ცოდნის დონითა და გამოცდილებთ და რომლებიც ექსპერტები არიან თავიანთ სფეროში; ჯგუფის თანამშრომლებისთვის გლობალური კარიერული შესაძლებლობების უზრუნველყოფა და მათი განვითარება „შიშეჯამ ჯგუფის“ ღირებულებებისა და დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული კორპორატიული კულტურის შესაბამისად. ადამიანური რესურსების ყველა პროცესი, თანამშრომელთა აყვანიდან მათი კვალიფიკაციის ამაღლებამდე, კარიერული გადაადგილებებიდან სასწავლო და განვითარების პროგრამებამდე, ხორციელდება ყოველგვარი დისკრიმინაციის და პრივილეგიების მინიჭების გარეშე, თანამშრომელთა შესაძლებლობების, პოტენციალისა და მიმდინარე მუშაობის შედეგების გათვალისწინებით. ამ პროცესების შეფასება ხდება სამეცნიერო ინსტრუმენტების საშუალებებით, რომელთა პრაქტიკული გამოყენებადობა და საიმედოობა დამტკიცებულია.

ჩვენი ჯგუფის კომპანიებში ვაკანტურ პოზიციებზე განაცხადების წარმოდგენა შეგიძლიათ ჩვენს კარიერის პორტალზე (ჩემი კარიერა „შიშეჯამში“) განთავსებული ვაკანსიების შესახებ განცხადებების საფუძველზე. პორტალი - ჩემი კარიერა „შიშეჯამში“ (Şişecam Kariyerim) ამჟამად მხოლოდ თურქულ ენაზეა ხელმისაწვდომი და უახლოეს მომავალში სხვა ენებზეც იქნება წარმოდგენილი. თქვენი განაცხადების წარმოდგენა შეგიძლიათ ქვემოთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით, სანამ პორტალი სხვა ენებზეც გახდება ხელმისაწვდომი.

რუსეთი და უკრაინა
ალა პერეცი
APERETS@ruscam.ru
საქართველო
მარინა ზუბაშვილი
mzubashvili@mina.com.ge