Sign In

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა

​​​პროექტი “Cam Yeniden Cam” (მინა ხელახლა მინა)

„შიშეჯამის“ მინის ტარის ჯგუფის მიერ 2011 წელს გარემოს დაცვისა და შეფუთვის ნარჩენების შეფასების ფონდსა (ÇEVKO) და ადგილობრივ მმართველობასთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტი „Cam Yeniden Cam“ მდგრადობისა და სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში თურქეთში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ქცევის შეცვლით რეციკლირებაზე გადასვლის მხარდაჭერას და სამი ძირითადი მიმართულებით ვითარდება:

  • მინის ტარის გადამუშავების საკითხში ინფორმირებულობა და საზოგადოებრივი შეგნების ამაღლება
  • მინის ტარის ნარჩენების შემკრები ინფრასტრუქტურის განვითარება
  • მინის ტარის ნარჩენების შემკრებ-გადამამუშავებელი ობიექტების მოდერნიზება და სისტემატური დასაწყობების ეტაპამდე საყოფაცხოვრებო ნარჩენებში შერეული მინის ტარის ნარჩენების გამოცალკევება

მინა შესაფუთი მასალაა, რომელიც 100%-ით გადამუშავების შემდეგაც კი არ კარგავს ხარისხს. 1 ცალი ბოთლის საწარმოებლად საკმარისია 1 ცალი მინის ბოთლის ნარჩენის გამოყენება.

1 ცალი მინის ბოთლის გადამუშავებით დაზოგილი ელექტროენერგია საკმარისია 25 წუთის განმავლობაში კომპიუტერის და 20 წუთის განმავლობაში ტელევიზორის მუშაობისთვის. მინის წარმოებაში 10% მინის ნამსხვრევის გამოყენებით ხდება ნედლეულის 12%-ით, ენერგიის 2,5%-ით და ნახშირბადის ემისიის 5%-ით შემცირება.

პროექტის ფარგლებში 2011 წლიდან დღემდე 190 ათასზე მეტ დაწყებითი სკოლის მოსწავლეს ჩაუტარდა სწავლება რეციკლირების საკითხზე, საჩუქრად დარიგდა დაახლოებით 12 ათასი ცალი ყულაბა და გადამუშავდა 550 ათას ტონაზე მეტი მინის ნამსხვრევი. ამგვარად შემცირებული ნახშირბადის ემისია უტოლდება 200 ათასი ავტომობილის გამოყენებაზე უარის თქმის შემთხვევაში მიღებულ შედეგს, გადამუშავების მეშვეობით დაზოგილი ენერგია კი საკმარისია 23 ათასი საცხოვრებელი სახლის გათბობითა და ცხელი წყლით უზრუნველსაყოფად.

21 გუბერნიაში 130 ოლქის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით მხარდაჭერილი იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების შემკრები ინფრასტრუქტურის განვითარება და მინის გადამამუშავებელი ობიექტების მოდერნიზება.