გარემო და ენერგია

​​ენერგიის მართვა

„შიშეჯამის“ მინის ტარის ჯგუფისთვის პრიორიტეტულ საკითხებს წარმოადგენს წარმოებისთვის საჭირო ენერგიის ეფექტურად გამოყენება, ენერგიის მოხმარების შემცირება და გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა. „შიშეჯამის“ მინის ტარის ჯგუფი, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს წარმოებაში ნაკლები ენერგიის გამოყენებას, და, რომლისთვისაც ენერგოეფექტურობა კორპორაციულ სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს, ძალისხმევას არ იშურებს წარმოების ეფექტურობის გაზრდისა და ხარისხის განვითარებისთვის, ამავე დროს სისტემატურად იღებს ზომებს ენერგიის მოხმარების შემცირების მიზნით.

ენერგიის მოხმარებისა და მასთან დაკავშირებული სათბურის აირების ემისიის შემცირების საკითხმა „შიშეჯამის“ მინის ტარის ჯგუფს ახალი პროექტების შემუშავებისკენ უბიძგა. კომპანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგოეფექტურობას ყველა საკითხში - მასალის მოწოდებიდან წარმოებამდე, დისტრიბუციიდან რეალიზაციამდე, და თავის სტრატეგიაში პრიორიტეტად მიიჩნევს ენერგიის მართვისა და კლიმატის ცვლილების საკითხებს.

გარემოს მართვა

„შიშეჯამის“ მინის ტარის ჯგუფისთვის, რომელსაც გაცნობიერებული აქვს გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა, აქტუალურ საკითხად რჩება სამყარო, რომელშიც მომავალმა თაობებმა უნდა იცხოვროს. ეს მიდგომა, რომელიც ჯგუფის სტრატეგიული მართვის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს წარმოადგენს, ინტეგრირებულია პროცესების ყველა ეტაპთან. „შიშეჯამის“ მინის ტარის ჯგუფის მიზანია, გარემოს დაცვისადმი მიმართული საქმიანობა წარმართოს კანონმდებლობის შესაბამისად, ეკოლოგიური მდგრადობის პრინციპების მხედველობაში მიღებით, გარემოს მენეჯმენტის სისტემის ფარგლებში.

სფერო, რომელშიც მოღვაწეობს„შიშეჯამის“ მინის ტარის ჯგუფი, დიდი რაოდენობით ენერგიას მოიხმარს, ამიტომაც კომპანია ფოკუსირებულია ისეთ პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორიცაა ენერგიის მოხმარების შემცირება და ენერგოეფექტურობის გაზრდა. გარდა ამისა, პრიორიტეტი ენიჭება სათბურის აირების ემისიისა და ნარჩენების შემცირებას და ბუნებრივი რესურსების დაცვას.

მინის რეციკლირება (ბიომრავალფეროვნების ნაცვლად)

შესაძლებელია მინის ტარის 100%-ით გადამუშავება და ხელახლა გამოყენება, ეს ფაქტი მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ნეგატიურ ზეგავლენას. მინის წარმოება ადგილობრივია, ნედლეული კი თითქმის მთელს ქვეყანაში მოიპოვება, რაც მინიმუმამდე ამცირებს ტრანსპორტირებიდან გამომდინარე გარემოზე უარყოფით ზეგავლენას. მინა ინერტული და გაუმტარი მასალაა, არ ზემოქმედებს მასში მოთავსებული პროდუქციის გემოზე, გარდა ამისა, დანარჩენი შესაფუთი მასალებისგან განსხვავებით, შესაძლებელია მინის ტარის მრავალჯერ გამოყენება ხარისხის დაქვეითების გარეშე. ერთი სიტყვით, მინის რეციკლირება, ეს არის ისტორია დასასრულის გარეშე.

რეციკლირების პროცესი იწყება ნარჩენის წარმოქმნის ადგილზე, ანუ პროდუქციის მოხმარების ეტაპის ბოლოს, განცალკევებითა და ცალკე შეგროვებით, შემდეგ გრძელდება ნარჩენების დამუშავების გზით მეორადი ნედლეულის მიღებითა და გადამუშავებული მასალების წარმოებაში გამოყენებით. ნაგვისგან განცალკევების გზით გადამუშავებული მინა ახანგრძლივებს მყარი ნარჩენების დასაწყობების ობიექტების მომსახურების ვადას. ერთი მხრივ, მცირდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების რაოდენობა, ხოლო მინის ნარჩენის რეციკლირებით მიღებული მინის ნამსხვრევი მნიშვნელოვან მოგებას იძლევა მინის ტარის წარმოებისას. გადამუშავებული მინის დნობა უზრუნველყოფს ძირითადი ნედლეულის დაზოგვას. მაგალითად, 100 კგ მინის ნამსხვრევის გამოყენებით 120 კგ ნედლეული იზოგება. რეციკლირებული მინის ხელახლა გადნობას პირველად ნედლეულთან შედარებით 25-30%-ით ნაკლები ენერგია ესაჭიროება და ნახშირორჟანგის გავრცელების რაოდენობა 50%-ით ნაკლებია. ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ნაჩვენებია მინის წარმოებაში გამოყენებული ნამსხვრევის მოცულობის შესაბამისად ნარხშირორჟანგის გამოყოფის შემცირება.

მინის რეციკლირება ეს არის თამაში ორმხრივი მოგებით. თვიღირებულების შემცირებით მოგებული რჩება სამრეწველო კომპანია, გარემოზე ზემოქმედების შემცირებით გარემო იგებს, სამუშაო ადგილებით - ადამიანები და, რაც მთავარია, ეს არის მდგრადი სარგებელი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესის წარმატებისთვის რეციკლირება საზოგადოებაში ცხოვრების სტილად უნდა იქცეს. რეციკლირება, რომელსაც შეუძლია ჩვენი სამყაროს მომავლის ფორმირება, ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად უნდა ვაქციოთ.

მინა ერთადერთი შესაფუთი მასალაა, რომელიც სიჯანსაღეს ინარჩუნებს და შესაძლებელია მისი გადამუშავება ხარისხის დაქვეითების გარეშე. აუცილებელია ამ საკითხზე ინფორმირებულობის გაზრდა. ამავე დროს, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყველას შეუძლია წვლილის შეტანა ამ პროცესის მდგრადობის, შესაბამისად, ჯანსაღი მომავლის შექმნის საქმეში, ამისათვის კი საჭიროა პასუხისმგებლობის აღება და ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტი გულისხმიერების გამოჩენა.

2011 წელს „შიშეჯამის“ მინის ტარის ჯგუფმა თურქეთში მინის რეციკლირების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად დაიწყო პროექტი „Cam Yeniden Cam“ (მინა ხელახლა მინა). პროექტის ფარგლებში ხორციელდება მუშაობა საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების, მინის ნარჩენების შემკრები ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მინის რეციკლირების ობიექტების მოდერნიზების მიმართულებით. პროექტის ფარგლებში ეს სამუშაოები ხორციელდება სინქრონულად და 2020 წლისთვის მიზნად ისახავს ჩვენს წარმოებაში 60% შეკრებილი მინის ნამსხვრევის გამოყენებას. ამ პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ქცევის შეცვლა და რეციკლირების საზოგადოებაზე გადასვლის უზრუნველყოფა. პროექტის დეტალები შეგიძლია იხილოთ „შიშეჯამის“ 2014 წლის მდგრადობის დასკვნაში.

​ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია

„შიშეჯამის“ მინის ტარის ჯგუფი ძალისხმევას არ იშურებს დიზაინისა და წარმოების ტექნიკის განვითარების გზით უფრო მსუბუქი პროდუქციის შესამუშავებლად. შემსუბუქების სამუშაოები უზრუნველყოფს ნედლეულის, ენერგიისა და წყლის მოხმარების შემცირებას შეფუთვის მოცულობის, გამძლეობისა და ვიზუალური ხარისხის დაქვეითების გარეშე. გარდა ამისა, ეს სამუშაოები მიზნად ისახავს მინის ტარის გამო წარმოქნილი ნახშირბადის ნაკვალევის შემცირებას, უფრო ნაკლები მასალით მეტი პროდუქციის წარმოებას, პროდუქციის გადაზიდვაში შეღავათს და მზა პროდუქცის საბოლოო დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების გაადვილებას. ​