მდგრადობა ჩვენი მიდგომა

„შიშეჯამის“ მინის ტარის ჯგუფი, რომელიც საქმიანობს „შიშეჯამის“ კომპანიათა გაერთიანების ფარგლებში, წელიწადში 2,3 მილიონ ტონა პროდუქციას აწარმოებს და მსოფლიოში სიდიდით მეოთხე მინის ტარის მწარმოებელია. ეს პოზიცია ჩვენს რეპუტაციასა და ჩვენთვის მემკვიდრეობით დაკისრებულ პასუხისმგებლობასთან ერთად მდგრადობას საციცოცხლო მნიშვნელობის პრიორიტეტად აქცევს.

„შიშეჯამის“ მინის ტარის ჯგუფი გლობალური ორგანიზაციაა და საქმიანობს სფეროში, რომელიც ყველაზე ინტენსიურად მოიხმარს ენერგიას. ამიტომაც ჩვენ, როგორც ჯგუფი, ვადგენთ პრიორიტეტულ საკითხებს, სადაც შევძლებთ ყველაზე მაღალი ეფექტურობის უზრუნველყოფას. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, აქტუალური ხდება ისეთი საკითხები, როგორიცაა ენერგიის მოხმარების და, შესაბამისად, სათბურის აირების ემისიების შემცირება, ამავე დროს ყველა ჩვენი საწარმოს ენერგოეფექტურობის გაზრდა.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თურქეთსა და საზღვარგარეთ, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი და საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე დანერგილი, ინოვაციებზე ფოკუსირებული საქმიანობის განხორციელების მიზნით. თურქეთში ჩვენი ყველა ქარხანა, როგორც მსოფლიო სტანდარტების მინის ტარის მწარმოებელი, ფლობს ხარისხის (ISO 9001 და ISO/TS 16949), გარემოს (ISO 14001), ენერგიის (ISO 50001), შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების (İSG 18001) მართვის სისტემის სერტიფიკატებს. სხვა ქვეყნებშიც, სადაც ჩვენ ვახორციელებთ წარმოებას, ვაკმაყოფილებთ ჰარმონიზაციის მიზნით განსაზღვრულ ეროვნულ სტანდარტებს.

„შიშეჯამის“ მინის ტარის ჯგუფი და ძირითადი ორგანიზაცია „შიშეჯამი“ მიზნად ისახავს ხარისხიანი პროდუქციის ასორტიმენტის განვითარებას, ენერგიის მოხმარების შემცირებას, ენერგოეფექტურობის გაზრდას და ნარჩენების რეციკლირებას და შესაბამის ინვესტიციებს ახორციელებს ტექნოლოგიისა და ინოვაციების სფეროში. ჩვენი მიზანია ყოველწლიურად მინის ნამსხვრევის მოცულობის 10%-ით გაზრდა და ამ მიზნის შესაბამისად ჩვენს პარტნიორებთან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ მინის ნარჩენის რეციკლირების ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად.

„შიშეჯამის“ მინის ტარის ჯგუფისთვის ეკოლოგიური მდგრადობის საკითხების განვითარება სამომავლოდაც პრიორიტეტულ მიზნად დარჩება.