Sign In

ჩვენი ჯილდოები

​2011 წელს გარემოს დაცვისა და შეფუთვის ნარჩენების შეფასების ფონდთან (ÇEVKO) თანამშრომლობით დაწყებულმა პროექტმა „Cam Yeniden Cam“ (მინა ხელახლა მინა), რომელიც ეკოლოგიური მდგრადობისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში თურქეთში განხორციელებულ ყველაზე მასშტაბურ პროექტად მიიჩნევა, ორი ჯილდო დაიმსახურა.

2014 წელს პროექტმა თურქეთის დამსაქმებელთა ასოციაციების კონფედერაციის (TİSK) მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით ორგანიზებული 2014 წლის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დაჯილდოების ფარგლებში „ეკოლოგიური მდგრადობის ჯილდო“ მოიპოვა.

ამავე პროექტს 2014 წელს სტამბოლის სამრეწველო პალატის (İSO) მიერ გარემოსა და ენერგიის საკითხებში ორგანიზებულ მე-14 კონკურსზე, კატეგორიაში „ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკა“, მესამე ხარისხის პრიზი მიენიჭა.

ეს ორი ჯილდო დასტურია იმ საზოგადოებრივი მხარდაჭერისა, რომელიც სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში განხორციელებულმა ამ მნიშვნელოვანმა პროექტმა დაიმსახურა, და, რომელიც საამაყოა „შიშეჯამის“ მინის ტარის ჯგუფისთვის.

iso-odul.jpg ​   ​ tisk-odul.jpg